დაიბრუნეთ მაღაზიის სივრცე

27 November, 2019

დაიბრუნეთ მაღაზიის სივრცე

დიდი ხნის განმავლობაში, სავაჭრო ცენტრები შოპინგის საუკეთესო ადგილი იყო. მასიური, თვალისმომჭრელი, უდიდესი არჩევანით - სავაჭრო ცენტრი პირდაპირ ასოცირდებოდა საყიდლებთან. აქ ხანდახან დროის გასაყვანად შევდიოდით, სრულიად უმიზნოდ, მაგრამ იქიდან სხვადასხვა მაღაზიის ჩანთებით დატვირთული გამოვდიოდით, ან შესაძლოა კონკრეტულ მაღაზიაში ერთი კონკრეტული ნივთის შესაძენად შევსულიყავით, მაგრამ ჩავიკარგებოდით ბრენდების ლაბირინთში და აქა-იქ ყველაფერს ხელს წამოვავლებდით (მათ შორის წასახემსებლადაც). სავაჭრო ცენტრი რეალობისგან გაქცევის გზა იყო, თუმცა მეტისმეტად თავბრუდამხვევი გზა.

შემდეგ მოვიდა ინტერნეტის ეპოქა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ბევრი ასპექტი. საცალო ვაჭრობის სფეროსთვის გამოიკვეთა ახალი უპირატესობები, რომელიც ამ ცვლილებას მოჰყვა. ერთ-ერთი უპირატესობა მოხერხებულობა იყო. ელექტრონული კომერციის აყვავებასა და მიტანის სერვისთან ერთად, მომხმარებელს შეეძლო ნივთების ერთი დაწკაპუნებით შეძენა, დიდ სავაჭრო ცენტრებში რეალური დროის და ენერგიის დაკარგვის გვერდის ავლით. ბრენდები ცვლილებებს აჰყვნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ცვლილებებს ვერ მოერგნენ, დანარჩენებს ჩამორჩნენ. რაც უფრო მეტი მომხმარებელი მიუჯდა კომპიუტერებს ნივთების შესაძენად, უფრო ნაკლები ადამიანი შედიოდა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში, შესაბამისად ნაკლები საქონელი იყიდებოდა. მას მერე, რაც 2017 წლის ბოლოსთვის 7 000 მაღაზია დაიკეტა, მარკეტინგის სტრატეგებმა განაცხადეს, რომ ეს საცალო ვაჭრობის აპიკალიფსი იყო, რასაც მოჰყვებოდა ცნობილი ბრენდების მაღაზიების დაცემა და გაბანკროტება, და სავაჭრო ცენტრების დაცარიელება.

თუმცა ცოტა ხნის წინ მიმართულება შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან გვიყვარს მაღაზიებში სიარული. ჩვენ აღმოჩენები გვიზიდავს, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი ტელეფონებიდან. სინამდვილეში დღევანდელ დროსა და ეპოქაში უფრო მეტად ონლაინ და რეალური ცხოვრების კომიბინაცია გვაწყობს. ისევ სიამოვნებით მივდივართ სავაჭრო ცენტრებში, მაგრამ ამა თუ იმ ბრენდს შეიძლება უკვე კარგად ვიცნობდეთ, რადგან მანამდე ის ონლაინ მოვძებნეთ. ამგვარად, მაღაზია მომხმარებლისთვის შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ბრენდის ცალკეული პროდუქციის, არამედ ბრენდის მთლიანობაში აღქმის და შეცნობის წყარო.

vმყიდველები მუდმივად ინფორმირებულნი არიან და უფრო მეტს ითხოვენ. მათ ზუტად იციან, რა სურთ და ყიდულობენ ამას იმ ბრენდებთან, რომელთაც ენდობიან. ისინი რჩებიან იმ ბრენდებთან, რომლებიც მათ ღირებულებებს და იდეალებს იზიარებენ, ან რომლებიც მათ შთააგონებენ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ადამიანები უფრო კრიტიკულები გახდნენ, თუმცა მეორეს მხრივ, ამას შეუძლია ბრენდის გარშემო მომხმარებელთა ძლიერი ჯგუფის შექმნა. სარეკლამო საქმიანობის წინსვლასა და პერსონალიზირებული რეკომენდაციების ფონზე, მყიდველი უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს პროდუქციის შეძენისას, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე უფრო მეტს ფიქრობს და ეძებს. კონკრეტულ ნიშაზე მორგებულ ბრენდებს შეუძლიათ აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთონ და აწარმოონ საქონელი, რომელიც გამიზნულია კონკრეტული ჯგუფისთვის და შექმნან უტყუარი კავშირი ბრენდთან.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ბრენდი აყვავდა, რადგან მათ ამდენ ხმაურში გზა გაიკვლიეს და პროდუქციას ახალი ბრწყინვალება შემატეს. ახლა ისინი ბრენდის სავაჭრო მოდელის გადაწყობის ახალ საშუალებებს ეძებენ და ამისთვის ადამიანის ხუთ გრძნობას, ინოვაციებსა და შთაგონებას მიმართავენ. ადამიანებს შთაბეჭდილებები სჭირდებათ. ისინი ითხოვენ ნამდვილ მოგონებებს, ნამდვილ კავშირს, ან უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნებებს. ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც თქვენს ბრენდს სულს შთაბერავს და ინტერაქტიული ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს, ამის მთავარი გასაღები და მყიდველის ჩაბმის მთავარი გზაა.

vისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Koio, John Hardy and Hugo Boss წინ გადადგეს ნაბიჯი და სიახლე შეიტანეს საკუთარ მაღაზიებში. ახალმა ბრენდებმა უნდა იცოდნენ, რომ ექსკლუზიური არომატები სენსორულ გამოცდილებას აღრმავებს, და ემოციებსა და მოგონებებს იწვევს. ეს უნიკალური უპირატესობაა. ერთჯერადმა ღონისძიებებმა, რომელთაც სურნელით გააფორმებთ, შეიძლება მოიზიდოს ცნობისმოყვარე მომხმარებელი, რომელსაც მეტის გაგება და გაცნობა უნდა, ხოლო სპეციალურად ბრენდისთვის შექმნილი ექსკლუზიური სურნელი შეიძლება ბრენდის იდენტობის ნაწილი გახდეს. შესაძლებელია არომატის როგორც სივრცეში გაფრქვევა, ისე პროდუქციის სახით წარმოდგენა, მაგალითად ბრენდირებული არომატიზირებული სანთლების სახით.

განახლებული მაღაზია გაძლევთ იმის შანსს, რომ მომხმარებლამდე მიიტანოთ თქვენი ბრენდის ნამდვილი არსი. არომატს შეუძლია ამაში დაგეხმაროთ და შეუდარებელი შთაბეჭდილებები შეუქმნას მყიდველს თქვენს ბრენდთან ურთიერთობისას.